საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ბრიუსელში მიიწვია. ამის შესახებ სააგენტო AFP-მა წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც აღნიშნულია, კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს რუბიოსადმი გაგზავნილი წერილის შესახებ აცნობა.
„სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსადმი წერილში მე მას შევთავაზე მონაწილეობა მიიღოს ჩვენს ერთ-ერთ შეხვედრაში მისთვის ხელსაყრელ დროს“, - მისწერა კალასმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უცნობია, დათანხმდება თუ არა მარკო რუბიო კალასის შეთავაზებას.