24 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან ევროსთან გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8834 ლარი ეღირება, ევრო – 3.0247 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5846 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8627 ლარი ღირდა, ევრო – 2.9821 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5286 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 25 იანვარს ამოქმედდება.