ზუგდიდში, პოლიციამ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი მარიამ სიჭინავა საბავშვო ნიღბის ტარებისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა.
აქტივისტს განუმარტეს, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებაა დაწყებული.
აქტივისტი პოლიციამ უკვე 13-ჯერ დააჯარიმა, ჯამში სიჭინავას 16 000 ლარის ჯარიმა დაუგროვდა.
მარიამ სიჭინავა აცხადებს, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და მათ არალეგიტიმურ კანონებს არ ცნობს და ჯარიმას არ გადაიხდის.