უკრაინაში ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით და რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საპატიმროში დაღუპვის გამო აშშ-მა რუსეთს 500 ახალი სანქცია დაუწესა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ნავალნის პატიმრობასა და რუსეთის ომის მანქანასთან დაკავშირებული პირები, ასევე ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, შესყიდვების ქსელები და სანქციების თავიდან ამცილებლები არაერთი კონტინენტის მასშტაბით.
ექსპორტზე შეზღუდვები დაუწესდება 100-მდე კომპანიასა და ფიზიკურ პირს.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, სანქციებით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიდევ უფრო დიდ ფასს გადაიხდის აგრესიისა და რეპრესიებისთვის.
„ორი წლის წინ მან სცადა უკრაინის რუკიდან წაშლა. პუტინი თუ არ გადაიხდის ფასს მკვლელობებისა და განადგურებისთვის, ის გააგრძელებს გზას“, – ნათქვამია ბაიდენის განცახდებაში.