უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა არაერთი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია მოახდინეს.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დღიდან, უკრაინაში დაახლოებით 9 რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლეს, მათ შორის უმეტესობა გენერალია.
ვიტალი გერასიმოვი - რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. მოკლეს ხარკოვთან საომარი მოქმედებების დროს. წარსულში მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე და სირიის ომებში, ასევე ყირიმის ანექსიაში.
ანდრეი სუხოვეცკი - რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე. მანამდე მე-7 საჰაერო სადესანტო დივიზიას მეთაურობდა.
ანდრეი კოლესნიკოვი - გენერალ-მაიორი, რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის, 29-ე არმიის მეთაური.
ოლეგ მიტიაევი - გენერალ-მაიორი, 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური. მარიუპოლის გარეუბანში ინტერნსიური საბრძოლო მოქმედებების დროს მოკლეს. წარსულში სირიაში იბრძოდა.
ანდრეი მორდვიჩევი - გენერალ-ლეიტენანტი. მოკლეს ხერსონის ოლქში, ჩერნობაევკაში საბრძოლო მოქმედებებისას.
იაკოვ რიაზანცევი - გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთის შეიარაღებული ძალების 49-ე არმიის მეთაური. უკრაინის სამხრეთში, ხერსონის ოლქში, ჩერნობაივკაში ბრძოლის დროს მოკლეს.
მაგომედ თუშაევი - გენერალი. ლიკვიდირების დეტალები უცნობია.
სერგეი სუხარევი - პოლკოვნიკი, 331-ე გვარდიის საჰაერო სადესანტო პოლკის მეთაური. მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომებში, ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.
ანდრეი პალიი - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, 1-ლი რანგის კაპიტანი. მოკლეს მარიუპოლის მახლობლად გამართული ბრძოლების დროს.
ამავდროულად, დასავლეთს დაზვერვის ცნობით, პუტინმა გაათავისუფლა არმიის სარდალი, გენერალი ვლაისლავ იერშოვი. როგორც იუწყებიან, მისი უეცარი გათავისუფლება უკავშირდება არმიის დანაკარგებსა და სტრატეგიულ წარუმატებლობას.
ფოტოზე: ანდრეი პალიის დაკრძალვის ცერემონიალი სევასტოპოლში, ყირიმში. AP