უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი მოკლეს. იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ოფისი.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რიაზანცევი, რუსეთის შეიარაღებული ძალების 49-ე არმიის მეთაური.
როგორც იუწყებიან, რიაზანცევი ჩერნობაივკაში, უკრაინის სამხრეთში, ხერსონის ოლქში ბრძოლის დროს მოკლეს.
რიაზანცევი ოკუპანტების უკვე მეექვსე გენერალია, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერლის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა არაერთი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი გააუვნებელყვეს, მათ შორის, გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი, გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი, გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი, გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, 1-ლი რანგის კაპიტანი ანდრეი პალიი.