უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვთან ლიკვიდირებულია რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი.
ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
"მორიგი დანაკარგი ოკუპანტი ქვეყნის არმიის უმაღლესი სარდლობის რიგებში. ხარკოვთან საომარი მოქმედებების დროს ლიკვიდირებულია რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, შტაბის მეთაური და 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე ვიტალი გერასიმოვი. ასევე მოკლული და დაჭრილია რუსული არმიის არაერთი უფროსი ოფიცერი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გერასიმოვი მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე და სირიის ომებში, ასევე ყირიმის ანექსიაში.