მარიუპოლის მახლობლად გამართული ბრძოლების დროს ლიკვიდირებული იქნა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, 1-ლი რანგის კაპიტანი ანდრეი პალიი. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პრესსამსახურმა განაცხადა.
ამ ინფორმაციას ადასტურებს სევასტოპოლის გამოცემა ForPost-იც, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.. მათი თქმით, პალიის უკრაინაში გარდაცვალების ორი ვერსია არსებობს.
"ერთ-ერთი ვერსიით, ანდრეი პალიი გარდაიცვალა სნაიპერის ტყვიით, მეორე ვერსიით, აფეთქების შედეგად გამოწვეული ნამსხვრევებით", - იუწყება გამოცემა.
კაპიტნის ლიკვიდირების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით რუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.