უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისა კიდევ ერთი რუსი გენერალი მოკლეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი სამშაბათს, მარიუპოლის გარეუბანში ინტერნსიური საბრძოლო მოქმედებების დროს მოკლეს.
რუსი გენერლის დაღუპვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაშიც ახსენა, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია.
გერაშჩენკოს თანახმად, 46 წლის გენერალ-მაიორი მეთაურობდა 150-ე მოტომსროლელ დივიზიას და წარსულში სირიაში იბრძოდა.
რუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.
ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ამავე რანგის 3 რუსი სამხედრო მოკლეს - გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი, გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი და გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი.