უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მაღალი რანგის გენერალი მოკლეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლში, ანტონს გერაშჩენკოს თქმით, ლიკვიდირებულია რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის, 29-ე არმიის მეთაური, გენერალ მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი.
ოკუპანტის ლიკვიდირების დეტალები უცნობია. რუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.
ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ამავე რანგის ორი რუსი სამხედრო მოკლეს - გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი და გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი.