შეერთებული შტატები ღიად ცდილობს ვენესუელაში კანონიერი ხელისუფლების დამხობას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვხედავთ, რომ აშშ-მა საჯაროდ აიღო კურსი ვენესუელაში ხელისფლების დამხობისკენ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა.
„ჩვენ გვაშფოთებს ის, რასაც აშშ და მისი უახლოესი მოკავშირეები ვენესუელის მიმართ აკეთებენ, აშშ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ღიად ცდილობს ლათინური ამერიკის ქვეყანაში კანონიერი ხელისუფელბის დამხობას,“- განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, 23 იანვარს კარაკასში ვენესუელის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა აღიარეს ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად და მოუწოდეს ნიკოლას მადუროს, ხელი არ აღემართა ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. თავის მხრივ ნიკოლას მადურომ უზენაეს სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გამოაცხადა თავისი ლეგიტიმურობა და გუაიდოს "აშშ-ის მარიონეტი" უწოდა.
ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირში. ამასთან საფრანგეთმა ხუან გაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარების პირობა დაასახელა.
ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი.