როგორც იაკობაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ამერიკელები ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ განლაგდებიან.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა და ამ დროისთვის რაიმე კონკრეტულ გეგმაზე საუბარი ნაადრევია.
ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველოში 246 დამკვირვებელი ჰყავს. მონიტორინგის მისიის წევრები სიტუაციას სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ აკონტროლებენ და მათ სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები