გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილემ რობერტ ვუდმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ კურსკის რეგიონში დაახლოებით რვა ათასი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურის იმყოფება. ინფორმაციას АР ავრცელებს.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ამერიკელმა წარმომადგენელმა სთხოვა დამატებითი დრო ახალი ინფორმაციის გასახმოვანებლად.
„ჩვენ ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ კურსკის რეგიონში ახლა დაახლოებით 8 000 სამხრეთ კორეელი ჯარისკაცია.
და მე მაქვს ძალიან შეკითხვა ჩემ რუს კოლეგასთან: რუსეთი კვლავ აცხადებს, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები არ არიან? ეს არის ჩემი ერთადერთი შეკითხვა და ბოლო შენიშვნა“, - განაცხადა ვუდმა.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელმა ამ კომენტარს არ უპასუხა, რის შემდეგაც სხდომა დაიხურა.
მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიფინგზე დაადასტურა ინფორმაცია 8000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის ყოფნის შესახებ.
”ჩვენ ჯერ არ შეგვინიშნავს ამ ჯარიკსაცების მონაწილეობაუკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ველოდებით, რომ ეს მოხდება უახლოეს დღეებში”, - დასძინა ბლინკენმა.