აშშ-ის თავდავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს, რომლის დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ოსტინმა ისაუბრა ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების არსებობაზე რუსეთში, რაც, მისი თქმით, მიუთითებს პუტინის სასოწარკვეთილებაზე და მის განზრახვაზე, გააგრძელოს დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ.
„ამიტომ, პრეზიდენტის [ბაიდენის] სახელით შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდას, ისევე როგორც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში“, - დასძინა ოსტინმა.
„საუბარია არტილერიაზე, საჰაერო თავდაცვაზე, ჯავშანტექნიკაზე, საბრძოლო მასალაზე და სხვა მნიშვნელოვან იარაღზე.
შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოების სფეროსთვის დამატებით დახმარებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს“, - განაცხადა ოსტინმა.
ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტის დროს დღეისათვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი, 21 ოქტომბერს გამოაცხადა.