ვილი სანიოლი მსოფლიო საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზეა წარდგენილი – კანდიდატები ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა.
47 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2021 წლიდან წვრთნის, მასთან ერთად განსაკუთრებულ წარმატებას კი ფრანგმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში გამოსვლით მიაღწია, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის ისტორიული საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა თავი არც გერმანიაში გამართულ ევრო 2024-ზე შეირცხვინა და იქ ჯგუფიდან 1/8-ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც ტურნირის მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა (1:4).
სანიოლის ხელძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ჯამში 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16 დათმო. ამჟამად გუნდი უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში გამოდის, სადაც ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს ჩეხეთის (7 ქულა) შემდეგ. საქართველოს ეროვნულ გუნდს ჯგუფში ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი - 16 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს, 19-ში კი სტუმრად ჩეხეთს დაუპირისპირდება. ჯგუფის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები A ლიგაში დაწინაურების გარდა, 2026 წლის მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლის დამატებით შანსსაც მიიღებს.