ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.