ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, პოლიტიკური პოზიციების ცვლა "ალიანი საქართველოსთვის"'ლიდერ ირაკლი ალასანიას რეიტინგზე უარყოფითად აისახება.
"ჯერ ერთი, პოლიტიკური პოზიციების შეცვლა რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედებს, მეორეც, უცხოელი დამკვირვებლების თვალში მის რეპუტაციაზე დადებითად არ იმოქმედებს. ასეთი განცხადებები არ უხდება ისეთ სოლიდურ პოლიტიკოსს, როგორიც ირაკლი ალასანიაა", - განაცხადა ცინცაძემ ალასანიას დღეს გამართული ბრიფინგის შეფსებისას.
ექსპერტის შეფასებით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ პირველადი მონაცმების გამოქვეყნებისას ალასანიას შეფასება, რომ ეს არჩვენები წინგადაგმული ნაბიჯი იყო, შესაძლოა, ემოციურ ფონზე გაკეთდა.
"მაგრამ როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, არ უნდა აჩქარდე და საბოლოო მონაცმებს დაელოდო. ეს წესია და ამის შემდეგ პოზიციის შეცვლა ნორმაში არ ჯდება", - აღნიშნა ცინცაძემ.
შეგახსენბთ, რომ დღეს ალასანიამ თვითმმართველობის არჩვენები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნებს თან ახლდა მნიშვნელოვანი და მასშტაბური დარღვევები, კერძოდ, ხელისუფლებამ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენა.