უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა კვლავ შეიყვანეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში და იყო ახალი შეტევები ამ მიმართულებით.
მისი თქმით, ასობით რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა.
„კურსკის ოპერაციების რაიონებში ახალი შეტევები განხორციელდა. ისევ შემოიყვანეს რუსული არმია და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები.
განადგურდა ოკუპანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, საუბარია ასობით რუს და ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცზე.
და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ბრძოლები მიმდინარეობს რუსეთის ტერიტორიაზე, რათა არ მოხდეს დაძაბულობის გაზრდა ჩვენი ქალაქების, ჩვენი მიწების წინააღმდეგ; და ჩვენს ტერიტორიაზე, ფრონტზე, 60 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფება კურსკის ოლქში - ეს არის 60 ათასი, რომელიც არ დამატებია ოკუპანტების ძალებს პოკროვსკში და დონეცკის რეგიონის სხვა მიმართულებებებზე, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკი ასევე ხაზი გაუსვა ფრონტზე დრონების მნიშვნელობას. მან შეხვედრა გამართა უპილოტო სისტემების ქვედანაყოფების მეთაურებთან.
„ეს ის ხალხია, ვინც უკრაინის ტექნოლოგიური დაცვის ახალ დოქტრინას წერს.
გადაწყვეტილება მიღებულია, დრონების წარმოება და მიწოდება მიმდინარეობს და დრონების მნიშვნელობა ისეთი უნდა გახდეს, რომ სულ უფრო გამოირიცხოს რუსეთის თავდასხმები. უკრაინის სახელმწიფო ამისთვის რესურსებს არ დაიშურებს, რადგან ეს ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.