ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალური მდივანს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი.
ევროპის საბჭო აღნიშნავს, რომ ბერსემ გასული წლის 20 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ კობახიძეს სამუშაო ჯგუფის შექმნის მოთხოვნით 20 იანვარს დაუკავშირდა, თუმცა პასუხი არ მიუღია. 3 თებერვალს სატელეფონო საუბრის დროს კობახიძემ ბერსეს უთხრა, რომ "შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე", მის მთავრობას შეთანხმებისამებრ ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა და რუსული კანონის შეცვლა აღარ სურდა.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 3 თებერვალს, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანი ალენ ბერსეტი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და მასთან განიხილა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის "სტსტუსი", რომლის შექმნის შესახებ ორმხრივი გადაწყვეტილება მიღებული იქნა გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დროს - 2024 წლის 20 დეკემბერს.
განცხადებაში წერია, რომ 20 იანვარს სამდივნომ საქართველოს მთავრობას გაუგზავნა წერილი სამუშაო ჯგუფის შექმნის თხოვნით, თუმცა ეს მოთხოვნა კი უპასუხოდ დარჩა, ორშაბათს სატელეფონო საუბრისას კი კობახიძემ განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში.
ორშაბათს სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში ან შეცვალოს „გარე გავლენის“ კანონში, როგორც ეს ადრე იყო განხილული. თუმცა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ვალდებულება გააგრძელოს მუშაობა ევროპის საბჭოსთან მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში.
გენერალურმა მდივანმა დიდი სინანულით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება. მან ასევე გაიმეორა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის, ასევე მისი პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციის შესახებ. ახლა ამოცანაა შევაფასოთ მთავრობის კურსის შეცვლის შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენა. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება.
ევროპის საბჭოს როლი არის ენერგიულად დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები. ამ მიზნით, გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ, ევროპის საბჭოს რამდენიმე ორგანო ეწვია საქართველოs მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, წამების პრევენციის კომიტეტი (CPT), ადამიანის უფლებათა კომისარი და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი", - წერია განცხადებაში.