ბუკა პეტრიაშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს მამების და შვილების მარშზე ხალხო. ბოროტების ზეიმია ქვეყანაში, მართლა დემონები და ქვესკნელი ამოგდით სულში, - ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ „კამარას“ დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე სოციალირ ქსელში წერს.
“ბუკა პეტრიაშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს მამების და შვილების მარშზე ხალხო. თანაც კიდევ ვისი ხელით? სანქცირებული ნაციონალი მოსამართლის ხელით, ვითომ ნაცების რომ გეშინიათ ზოგს. ბოროტების ზეიმია ქვეყანაში. ისეთი ტრაგედიის წინაშე, რაც ბუკამ სულ ცოტა ხნის წინ გადაიტანა კი არა, - გადააქვს, ცხოველსაც კი გულს მოუკლავდა. რა სიბნელე და მართლა დემონები და ქვესკნელი ამოგდით სულში. მეტი არაა ჩემი მტერი სული ჰქონდეს ამის ჩამდენს. თქვენ რას ჩადიხართ, თორემ მას კი არ სჭირდება ვინმესგან თანაგრძნობა”, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
დღეს, სასამართლომ პოლიტიკოსი, ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმა.
საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავდა.
პეტრიაშვილს 17 იანვარს, საპროტესტო აქციისას გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.