სს "საქართველოს ბანკმა" (LSE: BGEO GSE: GEB), დღეს განაცხადა, რომ ფულადი გზავნილების სისტემის ოპერატორმა "მანიგრამმა", "საქართველოს ბანკს" გადასცა ჯილდო ნომინაციაში "2009 წლის ყველაზე საიმედო პარტნიორი ბანკი საქართველოსა და დსთ-ის სივრცეში". როგორც ფულადი გზავნილების კომპანიაში აცხადებენ, "მანიგრამის" ჯილდო განაპირობა "საქართველოს ბანკის" მიმართ მაღალი ხარისხის ნდობის მაჩვენებელმა მომხმარებლის მხრიდან, დიდი ხნის საიმედო პარტნიორულმა ურთიერთობამ და არაერთი საინტერესო პროექტის განხორცილებამ.
"მანიგრამი" სწრაფი ფულადი გზავნილების საერთაშორისო სიტემაა, რომელიც მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში მოქმედებს. თანხის მიღება შესაძლებელია როგორც აშშ დოლარში, ასევე ევროში. გზავნილებისთვის საჭიროა მხოლოდ 10-15 წუთი. "საქართველოს ბანკი" "მანიგრამის" სისტემაში 2006 წლიდან არის ჩართული და გადარიცხვების კუთხით ერთ-ერთი წამყვანი წილი უკავია ქართულ ბაზარზე.