ლიტვის პოზიციამ რომელმაც პროქართული რეზოლუცია მიიღო, რუსეთისთვის მიუღებელია. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ვიქტორ ზუვკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, გაუაგებარია ის ფაქტი, რომ მსგავსი დოკუმენტი ლიტვაში გამართული საერთაშორისო წარმომადგენლობითი ფორუმის დაწყებამდე მიიღეს. "რეზოლუციაში გაცხადებული პოზიცია რუსეთისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც მიუღებელია", _ აღნიშნა ზუბკოვმა. "მასში დამახინჯებულია 2008 წლის აგვისტოს მოვლენები", _ განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
"თავს დაესხა რა სამხრეთ ოსეთსა და რუს სამშვიდობეებს, სააკაშვილმა თავისი ქვეყანა თვითონ დაანგრია",_ აღნიშნა ზუბკოვმა. მისი შეფასებით, მსგავსი რეზოლუციები საქართველოს ლიდერს ახალი ავანტურისა და პროვოკაციებისკენ უბიძგებს.
ლიტვის სეიმის რეზოლუციაში ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ, ტერიტორიებად მოიხსენიებს, და მათ ე.წ. მთავრობებს ფსევდოსახელმწიფოებრივ მარიონეტულ წარმონაქმნებს უწოდებს. რეზოლუცია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს იურუსდიქციის აღდგენას მხარს უჭერს.