"საქართველოს ახალი კონსტიტუციის პროექტი მორგებულია იმაზე, თუ როგორ გაპრეზიდენტდეს გიგი უგულავა და როგორ შეინარჩუნონ მართვის ბერკეტები ბოკერიამ და მერაბიშვილმა", - ამის შესახებ "მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
"დღეს სააკაშვილის გუნდი არ არის გულხელდაკრეფილი და არ იბრძვის მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებისთვის. ეს არის რეპეტიცია, თუ როგორ მოხდება სააკაშვილის ჩანაცვლება სხვა ადამიანით", _ აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წასვლაზე არ ფიქრობს და იგი პროცესებს მიღმა თავისი გავლენით, თავისი ბერკეტებით დარჩება.