არჩევნების თემაზე კიდევ ერთი გამოკითხვა ჩატარდა. ამჯერად კვლევა "სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფმა" ჩაატარა.
კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე "მერობის რომელ კანდიდატს უჭერთ მხარს?" ხმების 21,43 % ირაკლი ალასანიამ, 15,63 % - გიგი უგულავამ, 8,27 % _ზვიად ძიძიგურმა, 7,49 % _ გია ჭანტურიამ, 6,94 % კი გოგი თოფაძემ მიიღო.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მათ ვერც ერთი პროცენტი ვერ აიღეს.
პარტიების მიხედვით კი, აღნიშნული კვლევის შედეგად, ყველაზე მეტი მხარდამჭერი "ალიანსს" (18,15%) ჰყავს. შემდეგ მოდიან "ერთიან ნაციონალური მოძრაობა" 17,52%-ით, "ეროვნული საბჭო" - 9,43%-ით, "ქრისტიან-დემოკრატები" - 9,9%-ით, "თოფაძე-მრეწველები" - 7,39%-ით, "სახალხო დემოკრატები" - 1,24%-ით, დანარჩენმა პარტიებმა კი 1%-იანი ბარიერიც ვერ გადალახეს.
გამოკითხვის შედეგები დღეს, ცესკოს შენობასთან გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას ჯგუფის ხელმძღვანელმა ედნარ გიორგობიანმა გააცნო.
მისი განმარტებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეფონით მოხდა, რის ფარგლებშიც სულ 2 500 ამომრჩეველი გამოიკითხა.