ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს: ნიშნავს ახალ არჩევნებს თუ ბოლომდე იზოლაციაში ექცევა, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა სალომე სამადაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომლითაც ევროსაბჭოს კონგრესის განცხადებას გამოეხმაურა.
სამადაშვილი აღნიშნა, რომ საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც "ოცნებაზე" ხორციელდება, სწორედ ქართველი ხალხის უწყვეტი ბრძოლის დამსახურებაა.
"მსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენო, როგორ მოაქვს ერთობლივ ბრძოლას ჩვენი ხალხის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, ყოველ დღე ახალი შედეგი ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე საერთაშორისო წნეხის გაზრდის თვალსაზრისით. უკვე 76 დღეა ქართველი ხალხი იბრძვის საკუთარი ევროპული მომავლის გადასარჩენად და დღეს სულ უფრო ნათელია მსოფლიოსთვის, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვის გარდა, არანაირი სხვა გამოსავალი არ არსებობს ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ამ კონტექსტში გამოვეხმაურეი მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც გუშინ გააკეთა ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის სამდივნომ. მათ სპეციალური მისია მოავლინეს საქართველოში, რომელსაც უნდა შეესწავლა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და დაასკვნა, რომ თუ არ ჩაინიშნა საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები და არ შეიცვალა საარჩევნო გარემო, არანაირი აზრი არ ექნება ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას, რომელიც გამოაცხადა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ოქტომბერში. ეს არის უკიდურესად არაორდინალური განცხადება ამ ორგანიზაციისგან, იმიტომ, რომ ძალიან იშვიათად არის და თითქმის არ ხდება, რომ კეთდება მოწოდება, რომ არჩევნები გადაიდოს თუ არ მოხდება შესაბამისი პოლიტიკური გარღვევა არჩევნებამდე.
კობახიძემ რამდენიმე დღს წინ თქვა, რომ მოემზადეთ ადგილობრივი არჩევნებისთვისო და ევროპა ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და გეუბნებათ, რომ თუ თქვენ არ დანიშნავთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ არ განახორციელებთ წინასაარჩევნოდ გარდამტეხ ცვლილებებს, ადგილობრივ არჩევნებს მათ ჩატარებამდეც კი უკვე აღარ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ფორმალურად გადადის ივანიშვილის რუსული რეჟიმი იმ პოლიტიკური სისტემების რიცხვში, სადაც არჩევნები არის მხოლოდ ფორმალობა და არანაირი ლეგიტიმაცია არჩევნებს არ ექნება. ასე რომ, ახლა არის გადასაწყვეტი, ბიძინა ივანიშვილის, რას აკეთებს ის: ემორჩილება ქართველი ხალხის ნებას და საერთაშორისო წნეხს და სასწრაფოდ იწყებს მუშაობას ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე თუ ბოლომდე აპირებს, მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში ყველა შესაბამისი შედეგით, როგორც ამას ევროპარლამენტის რეზოლუცია იტყვის მიმდინარე კვირას, სანქციების გამკაცრება და შემდეგომი ზეწოლა რეჟიმზე.
ამის პარალელურად, ცხადია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს, რომ სწორედ მათი შრომის შედეგია, მათი ბრძოლის შედეგია ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება და მე იმედი მაქვს, რომ შაბათს, ევროპული მომავლის დასაცავდ აქციაზე, ევროპის მოედანზე ძალიან ბევრი მოქალაქე შეიკრიბება საკუთარი ხმის გასაჟღერებლად, - განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოს შესახებ წინადადება დაამტკიცა.