საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა გეტებორგში, ევროპის ღია პირველობაზე, მე-16 ადგილი დაიკავა ევროპის უძლიერეს 18 გუნდს შორის. ბოლო დღეს, მე-15 ადგილისთვის მატჩში ჩვენებმა 10-18 წააგეს მონტენეგროსთან.
ხელბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებმა ბოლო ძალები შეალია ისლანდიასთან წინადღის მატჩს, რომელიც ბოლო წუთებზე წააგო. მონტენეგროსთან არ უთამაშია ძირითად გამთამაშებელს, ანა ყველაშვილს, ვინც ხელი იტკინა, მოედანზე გასულთაგან კი მცირე ტრავმა ყველას ჰქონდა. ტურნირის ფორმატი მკაცრი იყო - 7 მატჩი 5 სათამაშო დღის განმავლობაში. მონტენეგროთან პირველი ტაიმი 2-10 წავაგეთ, მეორეში კი თამაში გამოვასწორეთ და სხვაობა აღარ გაზრდილა - 10-18.
საქართველოს ნაკრები დღითიდღე ხდება ანგარიშგასაწევი გუნდი ყველა მეტოქისთვის. გუნდს პირველი ოფიციალური ტურნირი 2015 წლის გაზაფხულზე ჰქონდა, როდესაც ქუთაისში, ლიტვასთან, ჰოლანდიასა და ნორვეგიასთან 20-20 ბურთით დამარცდა. იმავე წლის ზაფხულში, ევროის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე, ევროპის 7 უძლიერეს გუნდთან ასევე წავაგეთ ყველა მატჩი, თუმცა, სხვაობა გაცილებით ნაკლები იყო, გუნდი კი ყველა შეხვედრაში ბოლო წამამდე იბრძოდა.
2016 წელს მოვიდა გამარჯვებებიც - თბილისში, ქალთა ტროფიზე, მეორე ადგილი დავიკავეთ, თან დავამარცხეთ ორი საკმაოდ ძლიერი გუნდი - ლატვია და ბელგია, ხოლო გეტებორგში ამ სიას სლოვაკეთის ნაკრებთან გამარჯვება და ფინეთთან ფრეც დაემატა. დანარჩენ მატჩებში - საფრანგეთთან, ჰოლანდიასთან, ავსტრიასთან, ისლანდიასთან და მონტენეგროსთან ნაკრებმა, რომელსაც 3 წამყვანი ხელბურთელი აკლდა, ტრადიციულად, ბოლომდე იბრძოლა. ჰოლანდიელები, რომლებთანაც წლინახევრის წინ 20 ბურთით წავაგეთ, გეტებორგში ნამდვილად არ მოელოდნენ ქართველებისგან ასეთ წინააღმდეგობას და მხოლოდ 24-16 გამარჯვებას.
გოგონათა ნაკრებს მომდევნო ოფიციალური ტურნირი 2017 წლის გაზაფხულზე ექნება - ევროპის ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი.
რაც შეეხება ევროპის ღია პირველობას, ის მოიგო მასპინძელმა შვედეთმა რომელმაც ფინალში, დამატებითი დროისა და შუთაუტის შემდეგ 34-33 დაამარცხა ევროპის შარშანდელი ჩემპიონი დანია. მესამე ადგილისთვის ნორვეგიამ აჯობა ჰოლანდიას - 30-27.
ხელბურთი. European Open, გოგონები 18 წ
4-8 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი.
8 ივლისი, ფინალები
17 ადგილისთვის. სლოვაკეთი - ავსტრია 26-13
15 ადგილისთვის. მონტენეგრო - საქართველო 18-10 (10-2)
მნტ: მანდიჩი, ჯურიჩი - ბოზოვიჩი 5, ჯოროვიჩი 4, კნეზევიჩი 2, მეჯედოვიჩი 2, ტერზიჩი 2, გოდეცი 1, რადოვიჩი 1, შტამატოვიჩი 1, ბაბოვიჩი, ჯაფეროვიჩი, გლობარევიჩი, მუიოვიჩი, პეროვიჩი, რაიჩევიჩი
საქ:ჩაჩუა, ჯავახია, ვარდიშვილი - პეტრენკო 3, ვენეცკი 3, ქიტესაშვილი 2, კუნელაშვილი 2, ჩოხელი, ბერიძე, ჩირგაძე, ჩხაიძე, გაგნიძე, ჯავახაძე
სკანდინავიუმი. მსაჯები: ბოასონი, გუსტაფსონი (ისლ) დელეგატი: ბერნდტსონი (შვდ)
13 ადგილისთვის. ისლანდია - ფარერები 17-15
--
9-12 ადგილები ჯგუფური ტურნირი
8 ივლ. პოლონეთი-ჩეხეთი 24-22, შვეიცარია-ფინეთი 25-15
9.პოლონეთი 6 ქულა,10. შვეიცარია 4, 11. ჩეხეთი 2, 12. ფინეთი 0
--
7 ადგილისთვის. რუმინეთი-ესპანეთი 24-21
5 ადგილისთვის. რუსეთი-საფრანგეთი 20-11
3 ადგილისთვის. ნორვეგია-ჰოლანდია 30-27
1 ადგილისთვის. შვედეთი-დანია 34-33 (23-23, დდ 5-5. პენ 6-5)