"საქართველოსა და ეგვიპტეს შორის აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს ეგვიპტელ კოლეგასთან აჰმედ აბულ გეითსტან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ 2009 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და ეგვიპტეს შორის ორმხრივი ურთიერთობები სერიოზული ინტენსიობით ვითარდება. ეს ეხება ყველა სფეროს განსაკუთრებით კი ეკონომიკას, განათლებას და საგრეო პოლიტიკას. ასევე დიდ მადლობა მინდა ვუთხრა ეგვიპტელ კოლეგებს, იმ დახმარებისთვის, რაც საქართველომ
დამოუკიდებლობის პირველი დღიდან იღებს", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ეგვიპტის სასწავლებლებში რამდენიმე ათეული ქართველი დიპლომატი მომზადდა. ასევე ეგვიპტეში გადიან მომზადებას ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებში ქართველი სპეციალისტები.
"ეს ტენდენცია შეუფერხებლად გრძელდება, რაზეც დღეს მე და ჩემმა კოლეგებმა მოვილაპარაკეთ. ამასთან, კიდევ ხაზი მინდა გავუსვა იმ მოფიქრებულ, აწონ-დაწონილ და დაბალანსებულ მიდგომას, რომელიც ეგვიპტის რესპუბლიკას სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში აქვს. განსაკუთრებით, ეს შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას", - აღნიშნა ვაშაძე.