აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე იორდანიის მეფე აბდულა მეორემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან და დასავლეთ სანაპიროდან პალესტინელების იორდანიასა და მეზობელ არაბულ ქვეყნებში გადასახლების წინააღმდეგია
ამის შესახებ მან X-ზეადწერა. „ეს არაბული ქვეყნების ერთიანი პოზიციაა“, - ხაზგასმით აღნიშნა იორდანიის მეფემ.
"ჩვენ განვიხილეთ იორდანიის ხანგრძლივი პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. ის რჩება პარტნიორად სტაბილურობის, მშვიდობისა და საერთო უსაფრთხოებისთვის", - თქვა აბდულა მეორემ.
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის გეგმების კომენტირებისას, იორდანიის მეფემ აღნიშნა, რომ რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ერთადერთი გზა, მისი აზრით, არის „სამართლიანი მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტაზე“.
„ამისთვის საჭიროა აშშ-ის ლიდერობა. პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობის ადამიანია. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში. ჩვენ გვაქვს აშშ-ის და ყველა დაინტერესებულ მხარის იმედი, რათა უზრუნველყონ მისი განხორციელება“, - თქვა აბდულა მეორემ.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში იორდანიის მეფეს, აბდულა მეორეს 11 თებერვალს შეხვდა.