თავიდან ბოლომდე არასწორი ადამიანი ხარ და ამ პატარა ინციდენტმა, ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ [პარლამენტში] იდგე და რაღაცა უაზრო კითხვები დაგვისვა, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტ გურამ როგავას.
"სამწუხარო ინციდენტი იყო, თუმცა სამწუხარო იმიტომ იყო კიდევ უფრო მეტად, რომ თავიდან ბოლომდე არასწორი ადამიანი ხარ და ამ პატარა ინციდენტმა, ვიღაცის შეცდომამ მოგცა უფლება, რომ აქ [პარლამენტში] იდგე და რაღაცა უაზრო კითხვები დაგვისვა.
რამდენიმე ადამიანის შეცდომამ, იმ ბევრ პოლიციელეში, თქვენ მოგცათ უფლება, რომ ყველანაირად არასწორი ადამიანები იდგეთ და კითხვებს გვისვამდეთ." - უთხრა ნინო წილოსანმა გურამ როგავას, რომელსაც საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველი თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა.