აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივენ ვიტკოფი სამშაბათს, 11 თებერვალს მოსკოში იმყოფებოდა, ამერიკელი მასწავლებლის მარკ ფოგელის წამოსაყვანად, რომელმაც სამ წელზე მეტი გაატარა გისოსებს მიღმა ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველის, მაიკ უოლცის თქმით, სტივ ვიტკოფმა რუსეთს ამერიკელ მასწავლებელთან, ერთად დატოვა.
მაიკ უოლცის განმარტებით, მოხდა „გაცვლა“, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
„პრეზიდენტმა ტრამპმა, სტივ ვიტკოფმა და პრეზიდენტის მრჩევლებმა მოლაპარაკება გამართეს, რაც ნიშანია, რომ ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით უკრაინაში სასტიკი და საშინელი ომის დასასრულებლად“, – განაცხადა უოლცმა.
61 წლის ფოგელი თითქმის ათი წლის განმავლობაში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად მოსკოვის ერთ-ერთ სკოლაში. ფოგელი 2021 წლის აგვისტოში, მოსკოვის აეროპორტში დააკავეს. მას თან ჰქონდა დაახლოებით 17 გრამი კანაფი, რომელიც, მისი ადვოკატის თქმით, ექიმის მიერ იყო გამოწერილი „ხერხემლის ძლიერი ტკივილის“ სამკურნალოდ.