აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ამერიკელ მასწავლებლს მარკ ფოგელს შეხვდა, რომელიც რუსეთში ნარკოტიკების შენახვისთვის იყო გასამართლებული.
"პრეზიდენტი ტრამპი მიესალმება მარკ ფოგელს და მიესალმება შეერთებულ შტატებში მის დაბრუნებას", - ნათქვამია თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც X-ზე გავრცელდა.
ტრამპმა ქვეყნებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მასწავლებლის გათავისუფლების შესახებ სამართლიანი და გონივრული უწოდა.
"რუსეთი ჩვენ ძალიან კარგად გვექცეოდა. ვიმედოვნებ, რომ ეს არის ურთიერთობის დასაწყისი, რომლის შედეგად ჩვენ შევძლებთ ომის დასრულებას [რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით]’, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ამერიკის პრეზიდენტს სხვა დეტალებზე არ უსა~უბრია
შეგახსენებთ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველის, მაიკ უოლცის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივენ ვიტკოფი სამშაბათს, 11 თებერვალს მოსკოში იმყოფებოდა, ამერიკელი მასწავლებლის მარკ ფოგელის წამოსაყვანად, რომელმაც სამ წელზე მეტი გაატარა გისოსებს მიღმა ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით.
მასწავლებელი და რუსეთში აშშ-ის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი მარკ ფოგელი რუსეთში სამედიცინო მარიხუანის შეტანის ბრალდებით 2021 წლის აგვისტოში დააკავეს.
2022 წლის ივნისში მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.