ხვალ, 25 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მე-12 სართულზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ნიკა ავალიანი და საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ჯემალ იმნაიშვილი მიმღებ ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელთა სიგელებს გადასცემენ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელთა სიგელები გადაეცემათ გელა გელაშვილს - ამერიკის შეერთებული შტატები; დავით ვაგრამოვს - კანადა; ქეთი გორგილაძეს - ესპანეთი; მიხეილ ჯაფარიძეს - გერმანია.