საფრანგეთის ქალაქ მარსელში კრიმინალური სამყაროს დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას ტარიელ ონიანის კლანის წევრი, ზუგდიდელი კრიმინალური ავტორიტეტი ლადო ჯანაშია ემსხვერპლა.
ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი" საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
მკვლელობის მომენტში ჯანაშიას გვერდით მისი მეუღლე იმყოფებოდა. საფრანგეთის პოლიციამ ჯანაშიას მეუღლე, როგორც თვითმხილველი, უკვე დაკითხა.
ერთ-ერთი ვერსიით, ჯანაშიაზე შური იძიეს და ის ცნობილი რუსი ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანოვის, იგივე "იაპონჩიკის" მკვლელობისთვის ჩაცხრილეს.
როგორც ცნობილია, "იაპონჩიკზე" თავდასხმა, რომელიც გასული წლის 28 ივლისს მოსკოვში განხორციელდა, ტარიელ ონიანს ბრალდება, მიზეზად კი ძალაუფლების გადანაწილებისას ინტერესთა კონფლიქტი სახელდება.
ჯანაშიას ოჯახში აცხადებენ, რომ მკვლელობა კრიმინალური ავტორიტეტის კახა შუშანაშვილის დაკვეთით მოხდა.