საქართველოს სახალხო დამცველისთვის ადვოკატის საჯარო მომართვიდან ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატებს არ ეძლევათ ლევან ხაბეიშვილsa და მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და საგამოძიებო უწყებები ვალდებული არიან, არ შეუშალონ ხელი ამ უფლების ეფექტიანად განხორციელებას.
„მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბრალდებულებთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების შეშვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.