ადვოკატმა ლევან ხაბეიშვილი მოინახულა. როგორც გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, ხაბეიშვილს კვლავ იგივე მესიჯი აქვს ყველა ძალოვანის უწყების წარმომადგენელთან და ამბობს, რომ მისი შეთავაზება ჯილდოსტან დაკავშირებით, კვლავ ძალაშია.
"მოვინახულე ლევან ხაბეიშვილი და გადმოგცემთ მის სიტყვებს: იგი არის პოლიტიკოსი, რომელიც დააკავეს პოლიტიკური განცხადებისთვის. იგი დააკავეს იმისთვის, რომ ჰქონდა რწმენა გამარჯვების და არ უნდოდათ, ეს რწმენა ხალხს გადაედოს. იგი ამბობს, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე. მას აქვს იგივე „მესიჯი“ ძალოვანი სტრუქტურის ყველა თანამშრომელთან. შეთავაზება არის ძალაში: პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას, არ შეასრულებენ უკანონო ძალადობაზე დავალებებს და გადავლენ ხალხის მხარეს, მომავალი ხელისუფლება მათ დააჯილდოებს სოლიდური ფულადი ჯილდოთი. ეს არის ლევანი დანაბარები და მისი „მესიჯია“: ბრძოლა ბოლომდე. ლევანის სიტყვებია, რომ იგი არის დაკავებული პოლიტიკური განცხადების გაკეთებისთვის. ბრალდება, რომელიც მოიცავს თითქოსდა ქრთამის შეთავაზებას, არის აბსურდული, ხელისუფლება, რომელიც მოვიდა „მესიჯით“: 5 მლნ თითო სოფელს, ლევანს აპატიმრებს დაპირებისთვის, რომელიც როგორც პოლიტიკოსი, როგორც მომავალი ხელისუფლების წარმომადგენელი, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს საკუთარი უფლებამოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის“,- განაცხადა კონდახიშვილმა.
ადვოკატის თქმითვე, ხაბეიშვილს არანაირი დაზიანება არ აქვს და მეტიც, მის მიმართ "ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს დადებითი განწყობა აქვთ".
მას დაზიანებები არ აქვს და მეტიც, აღნიშნავს, რომ პირად საუბრებში ძალიან დადებითი განწყობაა დაკავების იზოლატორებში. ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები თვითონ ხვდებიან, რომ ასეთი რამ, რომ პოლიტიკოსი პოლიტიკური გამონათქვამების გამო დაეკავებინოთ და ეს შეეფუთათ, როგორც ქრთამის შეთავაზება მიცემა, არ ყოფილა. იგრძნობა დადებითი განწყობა, რადგან მისი განცხადებით, ყველა ხვდება, რომ ამ ხელისუფლების ბოლო ჟამია და ხალხშია რწმენა გამარჯვების. ეს გამარჯვების რწმენა არ უნდა დაიკარგოს და მისივე სიტყვებით, ყველა, 4 ოქტომბერს იგივე შემართებით უნდა იყოს",- განაცხადა კონდახიშვილმა.