სექტემბერში თბილისელთა ოპტიმიზმის ხარისხი, ივლისთან შედარებით შემცირებულია. „ეისითის" კვლევის მიხედვით, თბილისელთა ოპტიმიზმის ყველაზე დიდი კლება კი დასაქმების მოლოდინებს უკავშირდება.
„კერძოდ, მათი წილი მოსახლეობაში, ვინც მიიჩნევდა, რომ მომავალ 6 თვეში დასაქმების თვალსაზრისით ქვეყანაში პოზიტიური ძვრები იყო მოსალოდნელი, 9% შემცირდა (46%-დან 37%-მდე)"- განმარტავენ „ეისითიში".
როგორც ცნობილია, სატელეფონო ინტერვიურებით გამოიკითხა თბილისის 414 ზრდასრული მაცხოვრებელი და როგორც „ეისითიში" აცხადებენ მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება 4.7%-ს არ აღემატება.