დღეს, 5 მარტს, შავ ზღვაში ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების მონაწილეობით წვრთნა მიმდინარეობს. სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები სარაკეტო გასროლებსა და სანაპიროზე დესანტის გადმოსხმაში ვარჯიშობენ. ასე რომ, რუსული ფლოტისა და საქართველოს სამხედრო საზღვაო ფლოტის გემები წვრთნის ჩატარების დროს ერთმანეთს თვალყურს ადევნებენ.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მათ ქართული გემების "მეზობლად ყოფნა" არ აღელვებთ.
რუსი სამხედრო ექსპერტები კი აცხადებენ, რომ სამხედრო სწავლების დროს იქვე უცხო ქვეყნის გემების ყოფნა ეს მცდელობაა ჩაშალონ ფლოტის სამხედრო მომზადებისათვის მიმართული ღონისძიება. მათი აზრით, ამერიკული სამხედრო გემები სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდნენ.
"რუსეთის სამხედრ გემები კი იძილებული იქნებიან ან მძლავრი ძალებით შემოზღუდონ სამხედრო დესანტის გადასხმის ადგილი ან სამხედრო სწავლებები სანაპიროს სხვა ნაწილში ჩაატარონ _ ეს კი ფლოტის იმიჯზე ძალიან ნეგატიურად აისახება", _ აცხადებენ რუსი ექსპერტები.