დღეს, 31 დეკემბერს თბილისის მერია და საქართველოს კულტურის სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საახაწლო განწყობის შესაქმნელად საზოგადოებას მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.
წარმოდგენები და სხვადასხვა სახის ღონისძიება რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
საახალწლო პროგრამაში მონაწილეობას საბავშვო, ფოლკლორული, ალტერნატიული თუ კლასიკური მუსიკის შემსრულებლები, ასევე რუსთაველის, პანტომიმის, თითების, მუსიკისა და დრამის თეატრის წარმომადგენლები მიიღებენ.
ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით, გალაკოცნერტი 23:30 საათზე თავისუფლების მოედანზე, მერიის წინ გაიმართება.