დღეს რუსთაველზე მოქმედებს რეჟიმი, რომელიც საქართველოს ხელისუფლება არაა. მათ ძალაუფლება უზურპაციის შედეგად ჩაიგდეს ხელში - წერს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში.
მენაბდე განმარტავს, რატომ აქვს "ქართულ ოცნებას" ხელისუფლება უზურპირებული.
"დღეს რუსთაველზე მოქმედებს რეჟიმი, რომელიც საქართველოს ხელისუფლება არაა. მათ ძალაუფლება უზურპაციის შედეგად ჩაიგდეს ხელში.
1. არჩევნები კონსტიტუციის დარღვევით ჩატარდა.
ხმის მიცემა ფარულობის დარღვევით მიმდინარეობდა. კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია რომ არჩევნები უნდა იყოს ფარული. მაგრამ ეს არჩევნებზე შავით თეთრზე ჩანდა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა;
2. პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება არაკონსტიტუციურად ცნო.
არჩევნების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული და დავის დასრულებამდე პარლამენტს საკუთარი თავის უფლებამოსილების ცნობა არ შეეძლო;
3. მთავრობამ დაარღვია კონსტიტუციით მასზე დაკისრებული ევროინტეგრაციის ვალდებულება
კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო ვალხებულია მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ქართულმა ოცნებამ კი ეს პროცესი დეკლარირებულად შეაჩერა.
ჩვენ მშვიდობიანად ვითხოვთ კონსტიტუციის დაცვას, ხოლო არაკონსტიტუციურად არჩეული, თვითნებურად უფლებამოსილება გამოცხადებული და კონსტიტუციის ღიად დამრღვევი რეჟიმი მიმართავს პოლიციურ ძალადობას.
ხელისუფლება მართვისას კანონს უნდა ეყრდნობოდეს, ქართული ოცნება ეყრდნობა ძალას", - წერს ვახუშტი მენაბდე.