შსს-მ პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუშვეს.
წყლის ჭავლთან ერთად გამოყენებულია წიწაკის სპრეიც. ჭაყვლის პარალელურად ე.წ. რობოკოპები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
დაშლის მცდელობის მიუხედავად ჭიჭინაძის ქუჩაზე უფრო მეტი ადამიანი მივიდა. წყლის ჭავლის გაშვებას მოქალაქეები საქართველოს ჰიმნის სიმღერით შეხვდნენ.
ასევე, პოლიციამ დაიწყო აქციის მონაწილეების დაკავება.
ცოტა ხნით ადრე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აცხადებდა, რომ აქცია "გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს".