პუტინს ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვის 2 მილიარდი დოლარი აქვს მიცემული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ოქტომბრის შემდეგ ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა შეიცვლება, მაგრამ ვნახეთ, რომ რუსეთი არ იცვლება.
"მგელი მგლობას არ იშლის, ისევ მავთულხლართებს აგებს, ისევ პროვოკაციებს მიმართავს, ისევ ძირს გვითხრის საერთაშორისო არენაზე და ჩემთვის ეს ახალი აღმოჩენა არაა.წინა მთავრობა რომ დარჩენილიყო, შეიძლება მეტად წავსულიყავით წინ, ვიდრე დღეს ვართ, რადგან რუსეთი არ მიიჩნევს, რომ საქართველოს არსებულ მთავრობას რამე უნდა დაუთმოს. ამ მთავრობისთვის, ამ პრემიერ-მინისტრისთვის რუსეთს მიცემული აქვს ორი მილიარდი დოლარი - უფრო მეტი ვიდრე ისინი ღირდა. 2 მილიარდი დოლარი აქვს მიცემული პუტინს ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვის და მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა დაუთმოს ყველაფერი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.