„საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების არ აღიარებული რესპუბლიკების მიერ გაცემული პასპორტების ვალიდურობა აღიარა", - ჩიორა თაქთაქიშვილის ამ განცხადებას ტერიოტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯომარე გია ვოლსკი „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ეხმაურაბა.
ვოლსკის თქმით, თაქთაქიშვილის ეს განცხადება იაფფასიანი დემაგოგიაა.
„რა თქმა უნდა, მსგავსი რამ არ მომხდარა. ძალიან მიკვირს რატომ დაჭირდა თაქთაქიშვილს ამის განცხადება. თუმცა მათგან არაფერი აღარ მიკვირს. ეგრე ესეც კი უთქვამთ, რომ საქართველოშ სტალინის სხვადასხვა ზომის სკულპტურებს ქმნიანო", - განაცხადა გია ვოლსკმა.