"ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, ევროპის მთავარი აღმასრულებელი ორგანო - ევროკავშირი აღიქვამს ვანო მერაბიშვილის საკითხს ერთმნიშვნელოვნად - პოლიტიკურ დევნად. ეს არის ცუდი ჩვენი საერთაშორისო პოზიციების, საქართველოს მომავლისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ისეთი განცხრომით ლაპარაკობს დაჭერებზე, ისე მოსწონს ეს ფაქტი, რომ „შეუძლებელია ნორმალურ, დალაგებულ ადამიანს ასე უხაროდეს ვინმეს დაჭერა".
„ყველა ადამიანი, რომელიც დანაშაულს სჩადის, უნდა წავიდეს ციხეში, მაგრამ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ისეთი განცხრომით ლაპარაკობს დაჭერებზე, ისე მოსწონს ეს ფაქტი, რომ ვიღაცეებს დაიჭრენ, ისე ყვება ამას ყველა ინტერვიუში, რომ შეუძლებელია ნორმალურ, დალაგებულ ადამიანს ასე უხაროდეს ვინმეს დაჭერა. დაჭერა არის სამართლებრივი პროცესი, უსიამოვნო პროცესია ძალიან, ყველა მთავრობის დროს ეს ხდება თუ ადამიანი დანაშაულს ჩადის, მაგრამ ამაზე ასე განცხრომით, ამდენი ხანი ლაპარაკი და პრაქტიკულად ლაპარაკის არ ქონა ბიზნესზე, ინფრასტრუქტურაზე, მუნიციპალურ პროექტებზე, უმუშევრობაზე და სულ, დღე და ღამე ფიქრი დაჭერებზე, არ მინდა სხვა რამეში გადავიჭრა, მაგრამ მინიმუმ ეს არის ძალიან არანორმალური და უცნაური მოვლენა", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, რომ მერაბიშვილის დაჭერას რომ პოლიტიკური სარჩული აქვს ამას დიდი თეორია არ სჭირდება.
„ეს ეხება მერაბიშვილსაც და სხვასაც. ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, მაგრამ ამას რომ პოლიტიკური სარჩული აქვს, მგონი, დიდი თეორია არ სჭირდება, იქიდან გამომდინარე, რა ბრალდებაც აქვს წაყენებული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.