ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვდნენ წუხელ გლდანის ციხესთან მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მომხრეები, ბრალდებულის ადვოკატი და ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი განცხადებით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.
მანანა არჩვაძე-გამსახურდია და დაკავებულის ადვოკატი ასევე ცოტნე გამსახურდიას მონახულებას ითხოვდნენ თუმცა მათ ამის უფლება არ მისცეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პატიმრის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და მისი ჯანმრთელობის შესახებ ოფიციალურ კომენტარს ციხის ექიმი დღის განმავლობაში გააკეთებს.
"მისი მდგომარეობა არის საშინლად დამძმებული მოსალოდნელი არის ფატალური შედეგი, ვინაიდან აბსოლუტურად ყველა რესურსი მის ორგანიზმს ამოწურული აქვს და ის დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ უნდა იქნეს გადაყვანილი ქალაქის ტიპის კლინიუკურ საავადმყოფოში", _ აცხადებს გამსახურდიას ადვოკატი ქეთი ბექაური.