საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ ტერიტორიაზე ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.