მიუნხენის "ბაიერნის" 32 წლის იტალიელი თავდამსხმელი ლუკა ტონი მომდევნო შეხვედრას კვლავ კლუბის მეორე გუნდის შემადგენლობაში - ანუ მესამე ლიგაში! - ჩაატარებს.
"მას სათამაშო რიტმის პოვნა სჭირდება" - ასე დაასაბუთა "ბაიერნის" მოყვარულთა გუნდში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონის გამწესება "რეკორდმაისტერის" ჰოლანდიელმა თავკაცმა ლუის ვან გაალმა.
ახალი სეზონის საწყისი თვენახევარი ტონის აქილევსის მყესის ტრავმის გამო გაუცდა. მოედანზე ის პირველად წინა პარასკევს სწორედ მოყვარულთა გუნდის შემადგენლობაში გამოჩნდა. ამ გუნდს - სხვათა შორის - წარსულში ცნობილი "ბაიერნელი" მეჰმეტ შოლი წვრთნის.
სამშაბათს კი ვან გაალმა იტალიელ მეგოლეს ობერჰაუზენის "როტ-ვაისთან" მოგებულ (5:0) სათასო შეხვედრაში ნახევარი საათით თამაშის საშუალება მისცა. მაშინ ბევრმა იფიქრა, რომ ტონი "ბაიერნს" საბოლოო დააბრუნდა, მაგრამ...
ამ უქმეებზე ის "ჰამბურგის" ნაცვლად აუეს "ერცგებირგეს" წინააღმდეგ ითამაშებს.
მასალის გამოყენების პირობები