პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ და პოლიციამ, 17 მაისის აქციაზე სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა იდეალურად ვერ მოახერხეს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები "საზოგადოების სირცხვილი იყო".
"სამწუხაროდ, პოლიციამ და ახალმა ხელისუფლებამ ეს იდეალურად ვერ მოახერხა. 17 მაისს განვითარებული მოვლენები ჩვენი საზოგადოების სირცხვილი იყო, მაგრამ შექმნილ ვითარებაში პოლიციის ქმედებას ადეკვატურს დავარქმევდი. სამართალდამცავები ცდილობდნენ მაქსიმუმს", - განაცხადა ივანიშვილმა.