კვიპროსში საქართველოს საელჩო და ქართული სათვისტომო "ძალა ერთობაშია" სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას იწყებს. ამის შესახბ "ჯი-ეიჩ-ენს"' კვიპროსში საქართველოს საელჩოდან აცნობეს.
"სათვისტომოსთან ერთად ვგეგმავთ თანამშრომლობის დაწყებას სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფინანსური გრანტების და სხვა შესაძლო მხარდაჭერის მოპოვების მიზნით", - აცხადებს კვიპროსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვლადიმერ კონსტანტინიდი.
მისივე განამრტებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგანმანათლებლო საქმიანობის კუთხით.
"ცვლილებები განხორციელდა საკვირაო სკოლის მიმართულებით. კერძოდ, ნიქოზიის ერთ-ერთი წამყვანი - „ფანერომენი"-ს გიმნაზიის ხელმძღვანელობის მიერ გადმოგვეცა სკოლის ორი საკლასო ოთახი და სპორტული დარბაზი - ქართული ცეკვის გაკვეთილებისთვის", - აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.