ამერიკის ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ სტეიტსვილში Cessna C550-ის ტიპის კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა.იუწყება CNN
კატასტროფის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
Cessna C550 ორძრავიანი მსუბუქი ბიზნეს-კლასის თვითმფრინავია. მას შეუძლია რვა მგზავრისა და ეკიპაჟის ორი წევრის გადაყვანა.
გამოძიებას, ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია და ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო ატარებს.