უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 18 დეკემბერს ბრიუსელში, ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერს შეხვდა და მისგან დადებითი სიგნალი მიიღო უკრაინისთვის სამომავლო დაფინანსებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბელგიისა და უკრაინის ლიდერებმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების საკითხი განიხილეს და მის აქტუალურობაზე შეთანხმდნენ, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
„რაც შეეხება ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, მასთან კარგი საუბარი გვქონდა. ჩვენ ერთმანეთს გვესმის“, - თქვა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესმის ის რისკები, რომლებზეც ბარტ დე ვევერი საუბრობს.
„მაგრამ ჩვენ ომში ვართ. ჩემი აზრით, ჩვენ უფრო დიდი რისკის ქვეშ ვართ. მნიშვნელოვანია, რომ ის აგზავნის სიგნალს, რომ ჩვენ აუცილებლად, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადავწყვიტოთ მხარდაჭერის საკითხი დღეს ან უახლოეს დღეებში, რათა უკრაინა ფინანსური დახმარების გარეშე არ დარჩეს“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.